სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა
ხარაგაული
ბიოგრაფიული მონაცემები:

დავიბადე 1995 წლის 26 აპრილს ქალაქ ქარელში. დავამთავრე ქალაქ ქარელის გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, შემდგომ კი ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერობების პროგრამებზე. დავიცავი მაგისტრის ხარისხი 2021 წელს საერთაშორისო ურთიერთოების განხრით. ვიყავი ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმართველობის აქტიური წევრი და მონაწილეობა მაქვს მიღებული სტუდენტური დღეების ღონისძიებაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტში. ვარ „საუკეთესო უწყვეტი კადრის და ფოტოს" გამარჯებული. მყავს უმრავი მეგობარი და ვცდილობ ჩემი თავისუფალი დრო დავუთმო მათ. არასდროს ვჩერდები ერთ ადგილას ვცდილობ სულ ვიმოგზაურო საქართველოს გარშემო, გავიცნო ბევრი ახაგზარდა და ვიყო მაქსმალურად კომუნიკაბელური, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა და ახალი სახეების აღმოჩენა..ვარ დაინტერესებული ფოტოგრაფიით და ვცდილობ რომ ყოველი ჩემი მოგზაურობა და დღეც აღვნიშნო ჩემს ობიექტივში.

დრო მიდის, კადრები რჩება...

პროგრამა:

მოგახსენებთ რომ წარმოშობით ვარ საქართველოში ერთ ერთი ლამაზი რაიონიდან, რომელიც არის ხარაგაული. ჩემი სამომავლო გეგმაც მას ეკუთვნის და მის განვითარებას, როგორც კულტურული, ისე - ტურისტული კუთხით, რადგან ამ რეგიონს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი. .ჩემი პროექტის სახელი იქნება ,,წამო ხარაგაულში", რომელიც მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც ჩაერთვება უამრავი ახალგზარდა.

ვარ „სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგზარდულის გუნდის აქტიური წევრი და ასევე ჩართული ვარ საპარლამენტო მონიტორინგში. ვიყავი მოძრაობა „გაბედეს" ერთ ერთი წევრი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა პოლიტიკაში.

tinna.tabatadze@gmail.com
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები:

დაიბადა 1994 წლის 6 აპრილს ცხინვალის რაიონში (სოფ. დისევი), 2012 წელს დაასრულა გორის N3 საჯარო სკოლა. 2012-2016 წლებში სწავლობდა ქართულ უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით, ხოლო 2016-2020 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - საჯარო მმართველობა. სამუშაო
პრაქტიკა გაიარა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში საქართველოს საელჩოში.

2015 წელს გახდა ორგანიზაცია „მოქალაქისა“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ერთ-ერთი გამარჯვებული. ასევე, გასული წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო პროექტების, ტრენინგებისა და კონფერენციების მონაწილე.

2017-2018 წლებში მუშაობდა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს . მონაწილეობს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს პროპორციული სიით

საქართველოსთვის
ლაგოდეხი
ბიოგრაფიული მონაცემები:

მე ნიკოლოზ გოგოლაძე ვარ ახალგაზრდა პოლიტიკოსი. მაჟორიტარობის კანდიდატი
ლაგოდეხლის რაიონ სოფელ ( შრომა,კაბვშირი,ხიზა ნინიგორი,გურგენიანი, გელათის)
სოფლებში.

დავიბადე 1999 წელს სოფელ შრომაში.
დავამთავრე სოფელი შრომის საჯარო სკოლა.

ყოველთვის ვიყავი აქტიური ადამიანი და ვცდილობდი ჩემი რეგიონის განვითარებას, როგორც მოხალისე. ვარ არაერთი ახალგაზრდული პროექტის ავტორი

2016 წელს გავხდი პროგრამა „საქართველოს მოხალისე“.ამავე წელს გადმომცეს სერთიფიკატი, „მაზედ რომ მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდები განვითარებისთვის ფარგლებში ჩატარებულ საქმიანობებისთვის“

2016 წელს გავხდი „საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე“

2017 წელს გავხდი ლაგოდეხში პირველი დახმარების ტრენერი, სადაც ადამიანებს უსასყიდლოდ ვუტარებდი ტრენინგებს, პირველი დახმარების აღმოსაჩენად.

2017-2019 დავამთავრე შპს ინტერბიზნესის აკადემია.

2018 წელს ჩავაბარე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.

როდესაც ქვეყანაში სრული კარანტინი გამოცხადდა და მომიწია ჩემს სოფელში დაბრუნება, მას შემდეგ კიდევ უფრო ენერგიულად ჩავერთე სოციალურ აქტივობებში, რადგან ორმაგად გავიაზრე ის ფაქტი თუ რამდენად მძიმეა ადამიანების ყოფა ჩემს რეგიონში.

2015- დან დავაფუძვნე facebook გვერდი "ხელი-ხელს", რომლის მეშვეობითაც ხალხს უკვე 6 წელია მოვუწოდებ ქველმოქმედებისკენ და იმ ადამიანების დახმარებისკენ, რომლებისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩარიცხული თანხით ვყიდულობთ სხვადასხვა პროდუქტს და მედიკამენტს. მივდივართ ლაგოდეხის რაიონის ყველა სოფელში და ვახარებთ მათ. საკვებ პროდუქტთან ერთად ვაგროვებთ ტასაცმელებს, სათამაშოებს. ამ პერიოდში ადამინების დახმარებით მოვახერხეთ და ავაშენეთ სახლი ოჯახისთვის, რომელიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა, ასევე ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს და მარტოხელა მოხუცს გავუუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. მძიმე ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე მოხუცების ჯანმრთელობისთვის რაიონის მაშტაბით ფეხით დამქონდა კათარზისიდან საკვები, რადგან მათ საფრთხე არ შექმნოდათ ამისთვის 2020 წელს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ქალბატონმა : ნათია ლოლაძემ დამაჯილდოვა „კოვიდ-19 გავრცელების რისკის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის,ერთგულებისათვის, დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის“

პროგრამა:

ჩემი მიზანია, ქვეყანაში შევქმნათ ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემო,რაც საშუალებას მისცემთ თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.

მე უნდა ვიზრუნო და დავიცვა ჩემი ამომრჩვლის ხმა საკრებულოში. უნდა ვიყო, მათი იმედი, რომელიც ღირსეულად დაიცავს მათ აზრსს.
თითქმის ყველა სოფელში არის სასმელის წყლის პრობლემა ან ეგრეწოდებული მრიცხველების“ რომელიც სასმელი წყალზე მოსახლეობას ხელისუფლება კოლოსალური ტარიფებს უწესებს.

არ არსებობს ახალგაზრდული სივრცეები, სადაც სესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს განვითარდნენ და მეტად იზრუნონ თავის სოფელზე.
ყველაზე მეტად ნიშვნელოვანი კი ის, არის რომ რაც შეიძლება მეტი სოციალური პროგრამები უნდა დავსახოთ,რადგან უმძიმესი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში....

მე ნიკოლოზი გოგოლაძე გპირდებით ამ პრობლემის მოგვარებით დავკავდები და არ ვიბრძვი „სკამისთვის“.ვიბრძვი და ვიბრძოლებ თქვენთვის,რომ ჩვენი კომუნიკაცია იყოს ორმხრივი

საქართველოსთვის
ლაგოდეხი
ბიოგრაფიული მონაცემები:
სალომე ღონღაძე დაიბად 1988 წლის 23 აპრილს ქალაქ ლაგოდეხში.მან დაამთავრა ასევე ქალაქ ლაგოდეხის კერძო სკოლა-ლიცეუმი.

განათლება:
  • პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა გენდერული თანასწორობის მიმართულებით,შვედეთში, 01.2019 - დღემდე
  • პოლიტოლოგია და საერთაშორისო სამართალი, გენდერული თანასწორობა და განათლების ხელმისაწვდომობა მაგისტრთან გათანაბრებული
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო, 08.2018 - 09.2020 საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნეს-ინჟინერინგი მაგისტრი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველო, 04.2015 - 10.2015 პიარ მენეჯერი, პიარი და ღონისძიებათა მართვა დიპლომირებული სპეციალისტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 09.2005 - 09.2010საერთაშორისო ურთიერთობები, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
  • სკოლების კომპონენტის ექსპერტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, 11.2020 - - დღემდე
  • მოწვეული ტრენერი, ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის, 01.2019 - 02.2020
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს დამფუძვნებელი და თავმჯდომარის მოადგილე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 02.2018 - - 08.2021
  • სოციალური, კულტურის განათლებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ქალაქ ლაგოდეხის მუნიციპალური საკრებულო, 11.2017 - - 08.2021
  • ბორდის წევრი, პროექტის კოორდინატორი, ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, 09.2017 - - დღემდე
  • ს/ც მენეჯერი, სს საქართველოს ბანკი, 06.2015 - 11.2017
  • ლაგოდეხის ფილიალის მმართველი, სს ლიბერთი ბანკი, 06.2013 - 04.2015
  • საოპერაციოს უფროსი, სს ბანკი კონსტანტა, 11.2012 - 05.2013
  • 24 საათიანი, უნივერსალური მოლარე-ოპერატორი, სს საქართველოს ბანკი, 11.2010 - 11.2012
  • პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი(სტაჟიორი), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 01.2008 - 10.2010
  • ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი 2018--დღემდე
ტრენინგები, სხვა მიღწევები
  • საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაცია, 06.2021- 06.2021 - ლიდერ ქალთა სკოლა
  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო, 04.2021 დღემდე - ისწავლე, ჩაერთე შეცვალე
  • საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, 02.2021-03.2021 - სერტიფიცირებული მედიატორი
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, 11.2020-დღემდე - მომავალ ლიდერთა სკოლა
  • პარტიციპაციის აკადემია, 05.2019-05.2020 - მონაწილეობითი ბიუჯეტირება
  • ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის, 10.2017-11.2017 - ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვებისა და ოჯახების კეთილდღეობისათვის
  • საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, 10.2017-10.2017 -"ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისათვის"
  • სს საქართველოს ბანკი, 07.2017-07.2017 - როგორ გავხდეთ საუკეთესო მოტივატორი-მენეჯერები
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 03.2015-10.2015 - ღონისძიებათა მართვა და საზოგადოებრივი ურთიერთობები
  • პარტნიორები-საქართველო, 02.2015-02.2015 - ეფექტური მართვა,ეფექტური მომსახურება და გაყიდვები
  • სს ლიბერთი ბანკი, 05.2013-06.2013 - მენეჯმენტი-მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა
  • სს ბანკი კონსტანტა, 10.2012-11.2012 - პერსონალის მართვა,მენეჯმენტი
  • სს საქართველოს ბანკი, 10.2010-12.2010 - პროდუქტები, სერვისები და უსაფრთხოება
პროგრამა:

სალომე ღონღაძე-ლაგოდეხის მაჟორიტარად!

საარჩევნო პროგრაას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ჩვენი პარტიისთვის რეგიონულ დონეზე პრიორიტეტს წარმოადგენს შემდეგი მიმართულებები:
  • რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება
  • ჯანდაცვა და სოციალური დაცვა ადგილობრივ დონეზე
  • დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.
პირადად ჩემთვის, როგორც მოქმედი საკრებულოს წევრსთვის, მნიშვნელოვაია დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, რომელიც გულისხმობს შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და ასევე ახალგაზრდებისათვის ჰაბებისა და ახალი სივრცეების ამოქმედებას, ასევე ჩემს პრიორიტეტებში შედის სკოლამდელი აღრდის რეფორმის სრულყოფა და თანამედროვედ აღჭურვილი ბიბლიოთეკის ფუნქციონირება.

 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები:

დაიბადა 1994 წლის 3 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში. წარჩინებით დაასრულა წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა. 2012 წელს ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2014-2015 წლებში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. 2016 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი და სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.

უნივერსიტეტში იყო სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. 2015 წელს გახდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იუნესკოში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ,,საქპატენტში’’, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სახალხო დამცველის აპარატში, ეროვნულ ბანკსა და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციაში. არის საერთაშორისო კონფერენციებისა და პროექტების მონაწილე და რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი.

2016 წლიდან არჩეულია მპგ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პროპორციული სიით იღებდა. 2017 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და იკავებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მე-4 ნომრად მონაწილეობს.

დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

საქართველოსთვის
გორი
ბიოგრაფიული მონაცემები:

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ გორში. 2018 წელს დავამთავრე ქ.გორის მესამე საჯარო სკოლა წარჩინებით, ოქროს მედალზე. სკოლის დასრულების შემდეგ 2018 წელს გრანტით ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტზე. ამჟამად ვარ მეოთხე კურსზე და სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. სკოლის პერიოდიდანვე ჩემი საქმიანობა უკავშირდებოდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროექტებს რომლებიც ადგილობრივ დონეზე ხორციელდებოდა. 15 წლის ასაკში ჩემს მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მივიღე არასამთავრობო ორგანიზაციის მშენებლობაში. ამ ორგანიზაციაში 6 წლის განმავლობაში ვიკავებდი სხვადასხვა წამყვან პოზიციას. საქართველოს მასშტაბით ვანხორციელებდით 7 მსხვილ პროექტს და ერთ-ერთი მათგანი არის სტუდენტური პარლამენტი რომლის შექმნის თანაავტორიც გახლავართ. 2020ის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩავერთე პოლიტიკაში ახალგაზრდული მიმართულებით და ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტშიც. ამჟამად პარტია ,,საქართველოსთვის” ახალგაზრდული მიმართულების ბორდის წევრი და გორის საკრებულოს სიის მეხუთე ნომერი გახლავართ.

პროგრამა:

ადგილობრივ დონეზე კარგად მესმის გორელი ახალგაზრდების საჭიროებები და რაც პირველი და უმნიშვნელოვანესია ეს არის ახალგაზრდული ცენტრების შექმნა, რომელიც იქნება პოლიფუნქციური ხასიათის. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა და სივრცე საკუთარი თავი განავითარონ ადგილობრივ დონეზე.

შემდეგი არის ის რომ 7-8 საათის შემდეგ ფაქტობრივად არ არსებობს არც სივრცე და არც შესაძლებლობა იმის რომ ახალგაზრდები შეიკრიბონ და უბრალოდ ისაუბრონ. 8 საათის შემდეგ პოლიფუნქციური სივრცეების ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებასაც, ვინაიდან ტურისტები ადგილზე ნახულობენ სტალინის სახლ-მუზეუმს უფლისციხეს და ტოვებენ ქალაქს. ღამის ცხოვრების განვითარება კი ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

განვითარება და ხელშეწყობა სჭირდებათ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან. ამიტომ უნდა შეიქმნას ინოვაციური პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იქნება რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებაზე.

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის იმ ახალგაზრდების განვითარებისთვის ხელშეწყობა, რომელთაც რეალურად აინტერესებთ პოლიტიკა. ქალაქში უნდა არსებობდეს პროგრამები, რომლის საფუძველზეც ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვებიან, სტაჟირებას გაივლიან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები.

khatiastepanovi@gmail.com
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები:

მარიამ ზაქარიაშვილი, 23 წლის.დავიბადე და გავიზარდე თბილისში.

მაქვს დამთავრებული 55=ე საჯარო სკოლა.

2016 წელს ჩავაბარე ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე.

18 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული არჩევნებში, მაქვს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

გავლილი მაქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრენგინგები.2019-2020 წლებში. ვიყავი თვითმართველობის პრეზიდენტი.

2020 წელს აქტიურად ვიყავი ჩართული covid - 19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროში.

2020 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული პარტია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ვარ ვაკის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარის მოადგილე.

ასევე 2021 წლიდან ვმუშობ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” აპარატში.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ვსწავლობ ჯიპაში ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები:

მე, ანა კილაძე დავიბადე ქ. ქუთაისში 1995 წლის 28 ოქტომბერს. 2013 წელს დავამთავრე ქ. რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა. ამავე წელს, განვაგრძე სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (წოდება - პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრი). ახლა, განვაგრძობ სწავლას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე. 2016-2017 წლიდან ვარ საზოგადოებასთან ურთიერთობის
სპეციალისტი ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრში. 2018 წლიდან კი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წევრი. ამავე წლიდან, მაქვს ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’ თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილის წოდება. 2020 წელს აქტიურად ვიყავი ჩართული Covid 19-ის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში. 

სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა
ჭიათურა
ბიოგრაფიული მონაცემები:

ელისაბედ ბრეგვაძე

23 წლის

დავიბადე და გავიზარდე  ქალაქ ჭიათურაში.

დავამთავრე ჭიათურის N2 საჯარო სკოლა,რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიის ფაკულტეტზე.

2021 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. რის შემდეგაც სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ საზღვარგარეთ.

მყავს უამრავი მეგობარი და თავისუფალ დროს ვატარებ მათთან ერთად, აგრეთვე ხშირად ვესწრები თეატრალურ წარმოდგენებს რაც საშუალებას მაძლევს მაქსიმალურად განვიტვირთო და საინტერესო ცხოვრების დღისწესრიგი შევიქმნა.

ძალიან მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დათვალიერება ( ძირითდად ფეხით მოვლა) და აგრეთვე ისტროიული ძეგლების მონახულება.

ამ ყველაფრის პარალელურად ვარ ძალიან აქტიური პოლიტიკურ ცხოვრებაში, კერძოდ 2016 წლიდან დავიწყე და დღემდე გრძელდება ჩემი ინტერესი პოლიტიკის მიმართ.

განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ ჩემი კუთხისა და ქალაქის მიმართ და სწორედ ამ სიყვარულმა და პასუხისმგებლობამ გადამაწყვეტინა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ვყოფილიყავი ჩემს ქალაქში საკრებულოს კანდიდატი რათა საშუალება მქონოდა მეტად მეზრუნა და ჩემი გამოცდილებით სულ მცირე წვლილი მაინც შემეტანა ჭიათურის კეთილდღეობაში.

პროგრამა:

ჩემი საარჩევნო პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია თუმცა განსაკუთრებით მინდა გამოვყო 3 პუნქტი.

1.მადნის მომპოვებელი საწარმოების გამოყოფა საცხოვრებელი ტერიტორიებიდან და მადნის გადამზიდი გზის მშენებლობა ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.რაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ეკოლოგიური კატასტროფა და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების .

2.ისტორიულ-კულტურული შენობა-ნაგებობების ნგრევისა და განადგურების შეჩერება, მათი აღდგენა და კულტურული მნიშვნელობის დაბრუნრბა, ამასთანავე განვითარება იმ ტურისტული ადგილების რომელიც მრავლადაა ჩვენს ქალაქში.

3.ახალგაზრდული პროექტების განვითარება და  ხელსაყრელი პირობების შექმა  რათა არა მხოლოდ მე არამედ უამრავ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი თავიანთ ქალაქში დაბრუნებისა და ცხოვრების.

და ბოლოს ჩემი დიდი სურვილია რომ „ჭიათურა ჩემი სიამაყეა" კლდის თავზე უბრალო ფერგადასული ასოებით დაწერილ სიტყვებად არ  შემორჩეს მომავალ თაობას.

bregvadeelisabedi@gmail.com
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები:

დაბადების ადგილი და თარიღი: ქ. თბილისი, 1999 წლის 24 აგვისტო.

განათლება:
2017 წელს დავამთავრე კერძო სკოლა „ქორალი“
2021 წელს დავამთავრე „კავკასიის უნივერსიტეტი“, სამართლის მიმართულებით
2021 წელს ჩავაბარე სამაგისტრო პროგრამაზე.

გამოცდილება:
2019-2020 წლებში სტაჟირება გავიარე „ადვოკატთა ალიანსში“
2021 წლიდან ვმუშაობ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატში.
ამჟამად ვარ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის
საკრებულოს წევრობის კანდიდატი.

ენები:
ქართული და ინგლისური

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები:

თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.
დავიბადე ქალაქ ქუთაისში. 2015 წელს. დავამთავრე ან. რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. ჩემი პროფესიული ინტერესებისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, გადავწყვიტე ჩამებარებინა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის მეორე წელს აქტიურად ჩავერთე სტუდენტური თვითმმართველობის პროექტებში. ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა
იმან, რომ სკოლის პერიოდიდან მქონდა არაფორმალური განათლების (სამოქალაქო კლუბები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული პარლამენტი) ისეთი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც, ჩავთვალე, საინტერესო იქნებოდა თანაკურსელთათვის. ამავდროულად ეს მომცემდა შესაძლებლობას განმევითარებინა ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები.

2018 წელს თსსუ-ის სტუდენტებმა ამირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობის პირველ ქალ პრეზიდენტად. ამან პირისპირ დამაყენა და მასწავლა დამეძლია ისეთი გამოწვევები როგორიცაა - მცირე და დიდი ჯგუფების მართვა, ინტერნალიზირებული მიზოგინია, ბიუროკრატია, გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაცია, სიძულვილის ენასა და ბულინგთან გამკლავება.

2018 წელს მიწვეული ვიყავი ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის გენერალური ასამბლეაზე. სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავდით მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებს.

ჩემი პროფესიული ცხოვრება უკავშირდება თბილისს, სწორედ აქ თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 2019 წელს გავხდი უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრი მედიცინის დარგში. 2021 წლიდან კი საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' აპარატის თანამშრომელი.

2020 წლის პანდემია ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მუშაკისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევაა. პანდემიის მართვის პროცესში მქონდა შესაძლებლობა მემუშავა, როგორც კლინიკაში - კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, ასევე სხვადასხვა უწყებაში პანდემიის მართვის და მენეჯმენტის კუთხით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ტყიბული
პროგრამა:

მუხურის 5 პრიორიტეტული საკითხი

  • მუხურა-მუჯირეთის გზის რეაბილიტაცია - მუდმივი გზა მუხურას
    ზამთარში უხვი ნალექის გამო სოფელი მუხურა გარე სამყაროს ფაქტობრივად მოწყვეტილია, ამას ემატება რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შედეგად - სოფელი მოსახლეობისგან იცლება. მუხურას განსაკუთრებით დიდი ტემპებით ტოვებს ახალგაზრდობა. ამიტომ, აუცილებელი და გადაუდებელია მუხურა-მუჯირეტს გზაზე ბეტონის საფარის დაგება, რაც არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებელი პირობაა.

  • ცენტრაულრ ხელისუფლებასთან საპენსიო ასაკის დაწევასთან დაკავშრებით საკითხის დაყენება 
    მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდიანრე გპირდებით, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ამ საკითხს მსჯელობისთვის აუცილებლად დავაყენებთ.

  • აფთიაქის გახსნა მუხურაში 
    ისეთი დიდი სოფლისთვის, როგორიც მუხურაა, აუცილებელია აფთიაქის არსებობა. ამ მიზნით ჩვენი გუნდი აქტიურად იმუშავებს როგორც კერძო, ასევე ყველა დაინტერესებულ პირთან, რათა სოფელში გაიხსნას აფთიაქი და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ისარგებლოს ფარმაცევტული მომსახურებით.

  • სოფლის ამბულატორიაში მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს ისარგებლოს კვალიფიციური ექიმის მუდმივი მომსახურებით
    აუცილებელია მუხურაში სპეციალური სახელმწიფო პროგრამით მოწვეულ იქნას შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის ექიმი, რომელიც მუდმივად მოემსახურება სოფლის მოსახლეობას, მათ შორის, ადგილზე მისვლით.

  • სასოფლო გზების რეაბილიტაცია 
    მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან უკვე მეცხრე წელი გადის, მუხურის გზა ჯერაც არ არის დასრულებული, უფრო მეტიც - ამ პერიოდში სოფელში გზა იმდენად უხარისხოდაა დაგებული, რომ მისი ნაწილი უკვე დაზიანებულია და ფაქტიურად თავიდან არის გასაკეთებელი. ჩვენი გუნდი აუცილებლად იმუშავებს იმისთვის, რომ სოფლის გზები ხარისხიანად და მაქსიმალურად მოკლე დროში დაიგოს.


ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფიული მონაცემები:

დავიბადე ქალაქ თბილისში, 1992 წლის 26 ივნისს . მყავს მეუღლე და 2 შვილი.

ვსწავლობდი თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრიატი, ასევე ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი საზოგადოებრივი გეოგრაფიაში. ამჟამად განვაგრძობ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში,ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.

მაქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება: 2011-2014 წლებში ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია “Yes Georgia“ თანა-დამფუძნებელი და პროექტების მენეჯერი. ჩემი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა დაინტერესებულ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მიმდინარე პროექტებში ჩართვა იყო. ამასთან ჩემს მოვალეობებში შედიოდა პროექტის რისკების შეფასება, რეპორტებისა და ანალიზის
მომზადება, პრობლემების მართვა.

2013 – 2015 წლებში შპს ვაიდკიტ - „Widekit“-ში ანალოგიურ პოზიციას ვიკავებდი. ვიყავი პროექტის თანა-დამფუძნებელი და პროექტების მენეჯერი. ჩემი ძირითადი მოვალეობა ბაზრის კვლევა, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ორგანიზაციისთვის მომგებიანი შეთავაზებების მოძიება იყო.

2015 - 2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში
ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების განყოფილების უფროს სპეციალისტად ვმუშაობდი.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყო, სადაც გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტად ვმუშაობდი, 2019-2020 წლებში.

2021-დან დღემდე ვმუშაობ შრომის ინსპექციაში, შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე. ჩემი ძირითადი მოვალეობაა შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნორმების დაცვა. პოლიტიკურ პროცესებში 2012 წელს აქტიურად ჩავერთე და დავიწყე საქმიანობა
ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის საორგანიზაციო ჯგუფში. 2015 წელს დავინიშნე მპგ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-ს ვაკის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ და დღემდე ვიკავებ ამ თანამდებობას. 2021 წელს კი დავინიშნე ქართული ოცნების საბურთალოს რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქობულეთი
ბიოგრაფიული მონაცემები:

  მე ვარ ლაშა კომახიძე, 20 წლის. დავიბადე 2000 წლის 2 ოქტომბერს შავიზღვისპირა ქალაქ ქობულეთის რაიონ სოფელ მუხაესტატეში.

2006 წელს სწავლა დავიწყე მუხაესტატეს საჯარო სკოლაში, სწავლის დასრულების შემდეგ, ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე, ამჟამად ვარ ამავე ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. 

აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებში; შემეცნებითი, საგანმანათლებლო, პოლიტიკური თუ სპორტული... ვარ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ღია და აქტიური მხარდამჭერი, 2012 წლიდან ჩავები პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და 2020 წელს ვხელმძღვანელობდი ამავე ორგანიზაციას. 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებზე, ჩემი კანდიდატურა იქნა წარდგენილი ენმ-ის ქობულეთის საკრებულოს პარტიული სიის რიგით II ნომრად. გამომდინარე აქედან, მაქვს ხშირი შეხება მოსახლეობასთან, ვიცნობ მათ პრობლემებს და მათი პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი ჩემს ყოველდღიურობად იქცა.

lashkoma2000@gmail.com
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საგარეჯო
ბიოგრაფიული მონაცემები:

ოთარ გურგენიძე დაბ. თარიღი 12.04.1997

სასწავლებელი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - მენეჯმენტი ( ბაკალავრი)

დამფუძნებელი - 

გურგენიძე ვაინერ 1991 (ღვინის წარმოება)

დოვლათი ( სოფლის პროდუქტების ადგილზე მიტანის სერვისი)

არაფორმალურ განათლება - nx academy, რონდელის ფონდი ( პოლიტიკური პარტიების სკოლა), FNF ( ახალგაზრდა პოლიტიკოსების სკოლა) 

პროგრამა:

მაქვს ერთადერთი დაპირება, ყველა არსებული პრობლემისთვის ( წყალი, ტყე, ახალგაზრდული განვიარება - სპორტის, კულტურის და განათლების მიმართულებით) ბრძოლა. 

სოფლის გაერთიანება

ფონდის შექმნის ორგანიზება