გოგა ფოლადაშვილი

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ლაგოდეხი
ბიოგრაფია

2017  წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა თბილისის 124-ე საჯარო სკოლა. 2021 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ქართული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. (Sangu) 

აპირებს სწავლა გააგრძელოს სანდიეგოს უნივერსიტეტში და დაიცვას მაგისტრის ხარისხი.

გოგა ფოლადაშვილი არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროქტის ერთ-ერთი ავტორი. (მე-8-ე მუხლი 1 პუნქტი.) 

2018 წლიდან არის ლეიბორისტული პარიის წევრი. 

გოგა ფოლადაშვილი არის მოძრაობ „გაბედეს". ერთ-ერთი დამფუძნებელი .

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ხელმძღვანელობდა შტაბს როგორც, თბილისში ასევე ლაგოდეხში

2021 წლის ადგილობრივი თვითმარველობის არჩევნებზე კენჭს იყრის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

პროგრამა

▪️სიყვარულის ხიდის რეაბილიტაცია

ამ ხიდის რეაბილიტაცით, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ტურისტულად აქტიური ლოკაცია. მოსახლეობა კი შეძლებს უსაფრთხოდ გადაადგილებას. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყბა რეკრეაციული სივრცე და ველო ბილიკი. ხიდის რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროქტების საერთო ღირებულებაა 397 000 აშშ დოლარია. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და ცენტრალური ბიჯეტიდან თანხების მობილიზებით 1 წელში დაიწყება აღნიშნული პროექტი. პროექტი დასრულდება 2023 წლის სექტემბერში

 

▪️ტყის ბილიკი და დასაქმებ

ეს არის პროქტი, რომელიც ლაგოდეხის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.! ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში ტყის თავზე მოეწყობა შუშის კენწეროწბის ბილიკი, რომელიც ევროპაში რიგით მე-3-ე იქნება სიდიდით. ამ პროქტზე მუშობა დაიწყო 2018 წლიდან თუმცა მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ და არ შეძლო ასეთი მნიშვნელოვანი პროქტის განხორციელება.

ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული დაგეგმარების პროცესში. ხის კენწეროების ბილიკები კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს.

საინვესტიციო თანხა 8 000 000 ლარს შეადგენს.

ამ პროქტით შექმნება დამატებით 857 სამუშაო ადგილი. მუდმივი (300) ამგვარი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სასტუმროების მშენებლობას რაც დამატებით სამუშაო ადგილებს მოგვიტანს.

▪️წყლის მრიცხველის გაუქმება

წყლის მრიცხველები ლაგოდეხის მოსახლეობას კიდევ ერთ დიდ ტვირთად ექცა. წყალი კი ხშირ შემთხვევაში დაბინძურებული მოდის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობა ამ წყალს სარწყავად იყენებს. ამ შემთხვევაში კი გლეხს კოლოსალურად დიდი თანხის გადახდა უწევს. გამოსავალი არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც მოსახლეობასთან შეთანხმებით დაწესდება. ეს თანხები კი მოხმარდება სათაო ნაგებობის რეაბილიტაციას და სასმელი წყლის გაუმჯობესებას.