გაგი ახალაძე

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
ქუთაისი
პროგრამა

ბოლო 10 წლის განმავლობაში,  ქუთაისის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 700 მილიონ ლარზე მეტი. თქვენ კარგად იცით, ეტყობა თუ არა ქუთაისს თითქმის მილიარდ ლარამდე დახარჯული თანხა. რა თქმა უნდა არ ეტყობა, რადგან სახეზე გვაქვს  კორუმპირებული მთავრობა, რომელიც  პრობლემებამდე არ  უშვებს ქალაქისთვის კუთვნილ თანხებს. ამ  მძიმე და ანტი-სახალხო რეალობის შესაცვლელად საჭიროა:

  1. არსებული ხელისუფლების გადარჩევა
  2. არჩევა იმ ტიპის პოლიტიკური ძალის, რომელიც გამოირჩევა: პატიოსნებით, სიტყვის გაუტეხობლით,  შრომისმოყვარეობით, ხალხის მსახურებითა და მოუსყიდველობით, რაც არაერთხელ დაუდასტურებია საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას.

მე, როგორც ქუთაისში ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარობის კანდიდატი, ვხედავ სამ ძირითადად პრობლემას და გთავზობთ პრობლემების გადაჭრის ჩემეულ ხედვას.

ავტოქარხნის დასახლებისთვის სახელის შეცვლა

ავტოქარხნის უბნის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი მიზეზი თავადვე მისი სახელწოდებაა, რადგან აქ აღარ არსებობს ავტოქარხანა და სახელწოდებაც დღევანდელ რეალობას აცდენილია. ჩვენი უბნის განვითარებისთვის აუცილებელია სახელის შეცვლა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს  და იქნება ახალი ისტორიის დასაწყისი ქუთაისში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი დასახლებისათვის.

ავტოქარხნის დასახლება გამოცხადდება თავისუფალ ეკონომიკურ ზონად და შეიქმნება სპეციალური პროგრამები, რომლებითაც წახალისდება სტარტაპები და ახალი იდეები, რისთვისაც ბიუჯეტში განისაზღვრება სოლიდური თანხები.

 

სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება

ავტოქარხნის დასახლებაში არსებული სკვერები და სპორტული ტრენაჟორები გაკეთების დღიდან არ შეკეთებულა, არ  დასუფთავებულა და არ გაუმჯობესებულა! ამის ნათელი მაგალითია სახანძროსთან მდებარე ცენტრალური სკვერი, რომელიც ისევ და ისევ ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნით და რამდენიმე დღიანი პროტესტის შედეგად, იძულებით დასუფთავდა ერთჯერადად, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩემი გამარჯვების პირველივე დღიდან დაიწყება სკვერებისა და სპორტული ტრენაჟორების შეკეთება და გაუმჯობესება და ყოველდღიური დასუფთავება, ხოლო სპორტული მოედნების ბეტონის საფარი ჩანაცვლდება მაღალი ხარისხის ხელოვნური ბალახით.

 

განახევრებული ტარიფი აბიტურიენტებს

ქუთაისის ისტორიაში პირველად, ლეიბორისტულის პარტიის 2 წლიანი ბრძოლის შედეგად,  სტუდენტებისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე სამგზავრო ტარიფი განახევრდა. ჩემი გამარჯვება ნიშნავს, აბიტურიენტებისთვის იგივე შეღავათების დაწესებას. წარჩინებულ აბიტურიენტთათვის განისაზღვრება სტიპენდიები და წამახალისებელი საჩუქრები თვითმმართველობისაგან.

 

ჩვენ გამარჯვებისთანავე მოვახდენთ სრულ დეცენტრალიზაციას და ქალაქში ყველა მუნიციპალიტეტს და მათ შორის ავტოქარხნის დასახლებას ექნება საკუთარი ბიუჯეტი. 2 ოქტომბერს უნდა გააკეთოთ არჩევანი - ინარჩუნებთ არსებულ ხელისუფლებას და მდგომარეობას, ან ირჩევთ  სიახლეს და პერსპექტივას. არჩევანი თქვენზეა!