თამარ წიკლაური

სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა
თეთრიწყარო
ბიოგრაფია

მე თამარ გეჯოს- ასული წიკლაური დავიბადე 18.11.1997 წელს ქალაქ თეთრიწყარში. 2005 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლამდე ვსწავლობდი ქალაქ თეთრიწყაროს ნომერ 1 საჯარო სკოლაში დავამთავრე ცხრაწლედი. 28.03.2015 წელს გავიარე კომპიუტერული საბაზისო კურსები რომლის ხანგლძიობაც იყო 48 საათი. 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 25 თებერვლის ჩათვლით გავიარე არასრულწლოვანთა განვითარების პროგრამა „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში“. 2017 წლის 5 ივლისს ვმონაწილეობდი პროექტ  „ძლიერი ქალი დედამიწის გადასარჩენად“. 2015 წლიდან 2018 წლამდე ვეუფლებოდი კარატე დო შოტოკანს. დღესდღეისობით ვარ პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი და თეთრიწყაროს საკრებულოს წევრობის კანდიდატი  

პროგრამა

მოგესალმებით მე ვარ თამარ წიკლაური სტრატეგია აღმაშენებლის მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ თეთრიწყაროს რაიონში.

მინდა ვისაუბრო ქალაქ თეთრიწყაროში არსებულ ინფრასტრუქტურულ, ცხოველთა და გარემოს დაცვის პრობლემებზე: ქალაქ თეთრიწყაროსა და მის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში არსებობს მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან ერთად: უგზოობის, წყალმომარაგების, ელექტროენერგიის,გაზ-მომარაგების პრობლემები, რაც გამოწვეულია რაიონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული გაურკვეველი კვალიფიკაციის მქონე შ.პ.ს კომპანიების გამარჯვებით და შემდგომი მიმდინარე სამუშაოების არასათანადო კონტროლის და გამოყოფილი ფინანსების გაურკვეველი მიზნებით გამოყენების გამო.

ამასთან ერთად არსებობს გარემოს დაბინძურების პრობლემა რაც გამოწვეულია გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის მიზეზით. 

არსებულ ტყე-პარკებში და დასასვენებელ ადგილებში 

კანტროლის არ არსებობის გამო,ასევე ცხოველების მონიტორინგის სამსახურის არ არსებობა, შემცირებულია გარეულ ცხოველთა რაოდენობა, რაც გამოწვეულია ბრაკონიერობით და ხე-ტყის გახშირებული უკონტროლო ჭრით.

მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების მოუვლელობა და უყურადღებობა, ზემოთ აღნიშული პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია:ქ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ყველა მონაწილე შ.პ.ს. კომპანიების გამოცდილების და რეპუტაციის სათანადო შემოწმება, ხოლო გამარჯვებული კომპანიის შემდგომში შესრულებული სამუშაოების მკაცრი კონტროლი, რათა შესრულდეს ყველა სამუშაო დროულად და ხარისხიანად.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საჭიროებს გარეული ცხოველებისა და სატყეო უბნების მკაცრ კონტროლს, სათანადოდ მოვლა პატრონობას.

ასევე რაიონში უნდა გაიხსნას ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და ცხოველთათვის სამედიცინო მომსახურეობა სათანადო აღჭურვილობით და პროფესიონალი კადრების მობილიზაციით.

აუცილებელია თეთრიწყაროს რაიონში არსებული ისტორიული ძეგლების გამოკვლევა და რესტავრაცია, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გაზრდას.

აუცილებელია ქალაქ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია და დანიშნულების ადგილამდე მიმავალი სატრანსპორტო გზების გაყვანა.