კობა ნოზაძე

ლელო
ხაშური
ბიოგრაფია

კობა ნოზაძე,დავიბადე 1994 წლის 28 იანვარს.ვცხოვრობ ხაშურის რაიონ სოფელ დიდ ფლევში, 2016 წელს მივიღე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში.პარალელურად ვიყავი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი. 2019 წელს დავამთავრე წარჩინების ხარისხით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მომენიჭა პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.ამავე წელს ჩავაბარე  დოქტორანტურაზე–ჟურნალისტიკის მიმართულებით.

პარალელურად ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ფარგლებში ხაშურის ოფისის ხელმძღვანელი. მყავდა 45 მოხალისე,მოხალისეობრივ საწყისებზე კი ვახორციელებდი სხვადასხვა პროექტებს და აქტივობებს.

1 წლის განმავლობაში ვმუშაობდი მთავარ არხზე. გადაცემა „სხვა ნანუკა „და გადაცემა „თქვენი ხმა“შიდა ქართლის ჟურნალისტად.

2020–ის საპარლამენტო არჩევნებზე ვიყავი პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“–ხაშურის დეპუტატობის კანდიდატის კახა კოჟორიძის სოც მედიის ადმინისტრატორი.

მაქვს სამაგისტრო ნაშრომი დაცული თემაზე :პოლიტიკური ლიდერის იმიჯის ფორმირება საარჩევნო კამპანიის დროს“

ვარ ტრენერი კომუნიკაციების,ლიდერობის და პრეზენტაციის უნარების.

ვფლობ ,ინგლისურ და თურქულ ენებს.მიყვარს წერა და პოლიტიკა

პროგრამა

საარჩევნო პროგრამა (კობა ნოზაძე) #35.07 ხაშურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი

ჩვენს ქვეყანას,მუნიციპალიტეტს და თითოეულ სოფელს სჭირდება საქმე და განათლებული,ჭკვიანი,სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდები ადამიანები,რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ქვეყნის განვითარებაზე .

მე მინდა ძლიერი სოფელი,ძლიერი მუნიციპალიტეტი,სადაც ბავშვები არ იშიმშილებენ,სადაც მოხუცებულები არ დაელოდებიან მიზერული პენსიის რიგს,სადაც მშობლებს შვილების გამოკვება არ გაუჭირდებათ,სადაც ადამიანები ხელგამოწვდილი არ იდგებიან.

რას ვპირდები ჩემს ამომრჩევლებს?

მე მაქვს 2 ძირითადი და მთავარი დაპირება,რომელიც ადამიანების ბედნიერ ცხოვრებაზეა დაფუძნებული.

1) ძლიერი სოფელი

მე თვითონ სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ, კარგად ვიცნობ ჩემს ოლქში შემავალი სოფლის მოსახლეობის პრობლემებს .

მე მათ ვპირდები ყოფითი პრობლემების მოგვარებას.

სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები,როგორიცაა:

1)გზა

2)წყალი

3)მოსაცდელები

4)სკვერები

5)მცირე საწარმოები,რომლებიც გლეხებს ხელს შეუწყობს მოსავლის      გადამუშავებასა და გასაღებაში,რაც ამავდროულად შექმნის მუნიციპალიტეტში სამუშაო ადგილებს.

ეს ის ძირითადი და მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტებია,რომელიც ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი სოფლების უმრავლესობას აწუხებს.

ჩემი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ნაგვის ურნების არარსებობა სოფლებში,რაც იწვევს სრულ ანტისანიტარიას, მათ შორის მდინარეების დაბინძურებას და ადამიანებს უწევთ იცხოვრონ არაჯანსაღ გარემოში.

ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხომ მათი უფლებაა.

ასევე ვპირდები, ჩემს თითოეული ოლქის მაცხოვრებელს სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტებს,რომელიც ითვალისწინებს,შშმ პირების ხელშეწყობას, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარებას.

 ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შედის 10 სოფელი,რომელთა უმრავლესობაში გადაადგილებისთვის მოსახლეობას უწევს გაუმართავი ტრანსპორტით გადაადგილება ხაშურის ცენტრამდე ,რაც რა თქმა უნდა დისკომფორტს უქმნის მათ. მე შევეცდები,რომ მოლაპარაკებები ვაწარმოო,როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასევე კერძო დამსაქმებლებთან რომელთა ვალდებულებაცაა ადამიანებს შეუქმნან გადაადგილების დროს სრული კომფორტი და იმგზავრონ მოწესრიგებულ გზებზე  გამართული ტრანსპორტით.

მე მინდა,რომ ჩვენს შვილებს აღარ უწევდეთ ტალახიანი გზის გავლა სკოლამდე,რომელსაც მე გავდიოდი ჩემს ბავშვობაში და დღემდე არაფერი არ შეცვლილა.

მე ვპირდები თითოეულ ახალგაზრდას,რომ მათ სოფელში იქნება ,ახალგაზრდული ცენტრები,სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ  თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება.

ძლიერი სოფელი ქმნის ეკონომიკურ დოვლათს,ხელს უწყობს ქალაქის განვითარებას და ეკონომიკურ სიძლიერეს.

2) ბედნიერი ადამიანების ქვეყანა

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერებაა,ბედნიერება კი ჩემთვის თითოეული ადამიანია,რომელთა სახეზეც სიხარულს დავინახავ. მათი სიხარული კი განპირობებული იქნება ყოფითი პრობლემების მოგვარებით.მე კი მაქსიმალურად შევეცდები თითოეული ადამიანის სახეზე ბედნიერება დავინახო.

მე  ვიქნები თითოეული ადამიანის ხმა  ხაშურის საკრებულოში.