თეკლა ალანია

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
თბილისი
ბიოგრაფია

21 წლის საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის კურსის სტუდენტი.

2020 წელს შემოვუერთდი ლეიბოროსტული პარტიის ახალგაზრდულს.

ვამაყობ, რომ ისეთი გუნდის ნაწილი ვარ როგორიც ჩვენი ახალგაზრდები არიან . 18 წლის, როგორც კი გავხდი უსამართლო პოლიტიკურმა სისტემის შინაგანმა "მემ"არ მომცა გვერდზე დგომის საშუალებამ და ამიტომ ავირჩი პილიტიკა რათა დამენგრია სტერეოტიპები. დავრწმუნდი რომ მთავარია სწორი ადამიანი იყოს სწორ ადგილას ხოლო პოლიტიკა არ არის ბინძური მას ხალხი აბინძურებს. ამიტომ მინდა დაგჯეროთ რომ ამით სწორი ადამიანი ვარ სწორ ადგილას.

პროგრამა

გავბედოთ ცვლილებები ისნისთვის!

დაბადებიდან დღემდე ტელევიზია ასოცირდებოდა ჩემთვის პოლიტიკასთან, პოლიტიკა სიბინძურესთან, ხოლო წინსასაარჩევნო პროგრამები ტყუილთან. სრულწლოვნების ასაკიდან მივხვდი, რომ სწორედ ჩემი აღქმები იყო მასის აღქმა და ეს უნდა შეცვლილიყო, ხოლო ამ ყველაფრის შეცვლა საიდან უნდა დამეწყო თუ არა იქიდან თუ არა ჩემი უბნიდან  - ისნიდან.

 ერთად უნდა შევცვალოთ ჩვენი ისანი. ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორიცაა არასაკმარისი სატრანსპორტო ხაზები, გარე განათების მუდმივი პრობლემატურობა, ახალი რეკრეაციული ზონები ასევე, ძველის რესტავრაციაც და ა.შ. სამწუხაროდ, ისანი დაჩაგრულია ცენტრალურ უბნებთან შედარებით , რადგან ყველა გვპირდება მაგრამ არავინ აკეთებს ასე, რომ ვინ დაიწყებს ამ ყველაფრის შეცვლას თუ არა ისევ ჩვენ - ისნის მაცხოვრებლები.

  • ტრანსპორტის პრობლემა- გარეუბნებში , როგორიცაა წულუკიძის ქუჩა, მეტრომშენი, ზედა სამგორი... ჩვენ სატრანსპორტო სამსახურთან ერთად დავამატებთ ხაზებს რის შედეგადაც ჩვენი ბებიები, მშობლები და შვილები არ გაწვალდებიან დედაქალაქში მოძრაობისას. სატრანსპორტო ხაზები დაემატება ისნის იმ უბნებში, რომლებზეც ტრანსპორტი არ დადის რაც ბიუჯეტურად გამოგვიყვანს ამ პრობლებიდანაც და კომფორტულსაც გახდის გადაადგილებას.
  • გარე განათების პრობლემა - ხშირი მოკლე ჩართვების გამო, უბნებში ვხვდებით ისეთ პრობლემებს როგორიცაა, ხანძარი უშუქობა ან სულაც არ არის უბნებში გარე განათება რაც ართულებს გადააგილებას რაც იმის ბრალია, რომ ძველი სისტემებია გამოყენებული,  ამიტომ გარე განათების სისტემა სრულიად  არის შესაცვლელია ამასთან ბევრ უბანში საჭიროებს დასაყენებას.  გარე განათებებისთვის გამოცხადდება ტენდერი LED ნათურებით, სისტემურად გამოიცვლება სადენები ხოლო ეტაპობრივად დაყენდება იმ უბნებში სადაც არ არის.
  • რეკრეაციული ზონები - ბავშობაში ყველას კარგად გვახსოვს, კახეთის გზატკეცილზე არსებული პარკი და ასევე ჩვენს უბნებშ არსებული სხვა პარკებიც, სადაც მოსახლეობა მუდმივად იკრიბებოდა ახალა კი მხოლოდ, ნარკომომხმარებლების თავშეყრის ადგილად იქცა, ის უნდა ვაქციოთ  კვლავ ჩვენი შვილების საყვარელ ადგილად , ამასთან მის მოპირდაპირე მხარეს არის ადგილი რომელიც არასდროს გამოუყენებიათ და გპირდებით, რომ ამ ტერიტორიაზე თქვენ შეძლებთ განტვირთვას, შეკრებას , დასვენებას შეიქმნება - ცენტრალური პარკი. რეკრეაციულიული ზონას ისანს ექნება დასაწყისში მინიმუმ  1 ცენტრალური პარკი სადაც ჩვენ-მოსახლეობა შეძლებს განტვირთვას, შეკრებას , რელაქსაციას. ხოლო ყველა უბანს ექნება რეკრეაციული ზონები, რომლებიც რესტავრირდება და გამოცხადდება საჯარო ტენდერი. ამასთან უნდა შეიქმნას სარბენი ბილიკები ყველა უბანში, რათა მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა.

აღნიშნული გეგმა არის დასაწყისი, ხოლო ისანი ჩვენ ერთად უნდა გავხადოთ ღირსეულ უბნად, შევცალოთ და შევქმნათ.  აღნიშნული  გეგმა კი იმაზე მცირე ჯდება ვიდე ვაკის პარკშ მერია ახლა ახორციელებს  დანტანის რესტავრაციას, რომელიც უჯდება10925 ლარი.

უნდა დავასრულოთ ის სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა არის ბინძური, მთავარი არის სწორი ადამიანი სწორ ადგილას და თუ ჩვენ გვსურს, ეს ყოველივე უნდა გავბედოთ ცვლილებები ჩემთან ერთად.