ელისაბედ ბრეგვაძე

სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა
ჭიათურა
ბიოგრაფია

ელისაბედ ბრეგვაძე

23 წლის

დავიბადე და გავიზარდე  ქალაქ ჭიათურაში.

დავამთავრე ჭიათურის N2 საჯარო სკოლა,რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიის ფაკულტეტზე.

2021 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. რის შემდეგაც სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ საზღვარგარეთ.

მყავს უამრავი მეგობარი და თავისუფალ დროს ვატარებ მათთან ერთად, აგრეთვე ხშირად ვესწრები თეატრალურ წარმოდგენებს რაც საშუალებას მაძლევს მაქსიმალურად განვიტვირთო და საინტერესო ცხოვრების დღისწესრიგი შევიქმნა.

ძალიან მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დათვალიერება ( ძირითდად ფეხით მოვლა) და აგრეთვე ისტროიული ძეგლების მონახულება.

ამ ყველაფრის პარალელურად ვარ ძალიან აქტიური პოლიტიკურ ცხოვრებაში, კერძოდ 2016 წლიდან დავიწყე და დღემდე გრძელდება ჩემი ინტერესი პოლიტიკის მიმართ.

განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ ჩემი კუთხისა და ქალაქის მიმართ და სწორედ ამ სიყვარულმა და პასუხისმგებლობამ გადამაწყვეტინა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ვყოფილიყავი ჩემს ქალაქში საკრებულოს კანდიდატი რათა საშუალება მქონოდა მეტად მეზრუნა და ჩემი გამოცდილებით სულ მცირე წვლილი მაინც შემეტანა ჭიათურის კეთილდღეობაში.

პროგრამა

ჩემი საარჩევნო პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია თუმცა განსაკუთრებით მინდა გამოვყო 3 პუნქტი.

1.მადნის მომპოვებელი საწარმოების გამოყოფა საცხოვრებელი ტერიტორიებიდან და მადნის გადამზიდი გზის მშენებლობა ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.რაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ეკოლოგიური კატასტროფა და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების .

2.ისტორიულ-კულტურული შენობა-ნაგებობების ნგრევისა და განადგურების შეჩერება, მათი აღდგენა და კულტურული მნიშვნელობის დაბრუნრბა, ამასთანავე განვითარება იმ ტურისტული ადგილების რომელიც მრავლადაა ჩვენს ქალაქში.

3.ახალგაზრდული პროექტების განვითარება და  ხელსაყრელი პირობების შექმა  რათა არა მხოლოდ მე არამედ უამრავ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი თავიანთ ქალაქში დაბრუნებისა და ცხოვრების.

და ბოლოს ჩემი დიდი სურვილია რომ „ჭიათურა ჩემი სიამაყეა" კლდის თავზე უბრალო ფერგადასული ასოებით დაწერილ სიტყვებად არ  შემორჩეს მომავალ თაობას.