ანა კაკაბაძე

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფია

თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.
დავიბადე ქალაქ ქუთაისში. 2015 წელს. დავამთავრე ან. რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. ჩემი პროფესიული ინტერესებისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, გადავწყვიტე ჩამებარებინა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის მეორე წელს აქტიურად ჩავერთე სტუდენტური თვითმმართველობის პროექტებში. ჩემი გადაწყვეტილება განაპირობა
იმან, რომ სკოლის პერიოდიდან მქონდა არაფორმალური განათლების (სამოქალაქო კლუბები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული პარლამენტი) ისეთი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც, ჩავთვალე, საინტერესო იქნებოდა თანაკურსელთათვის. ამავდროულად ეს მომცემდა შესაძლებლობას განმევითარებინა ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები.

2018 წელს თსსუ-ის სტუდენტებმა ამირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობის პირველ ქალ პრეზიდენტად. ამან პირისპირ დამაყენა და მასწავლა დამეძლია ისეთი გამოწვევები როგორიცაა - მცირე და დიდი ჯგუფების მართვა, ინტერნალიზირებული მიზოგინია, ბიუროკრატია, გარკვეული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაცია, სიძულვილის ენასა და ბულინგთან გამკლავება.

2018 წელს მიწვეული ვიყავი ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის გენერალური ასამბლეაზე. სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავდით მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებს.

ჩემი პროფესიული ცხოვრება უკავშირდება თბილისს, სწორედ აქ თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 2019 წელს გავხდი უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრი მედიცინის დარგში. 2021 წლიდან კი საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' აპარატის თანამშრომელი.

2020 წლის პანდემია ჩემთვის როგორც ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მუშაკისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი გამოწვევაა. პანდემიის მართვის პროცესში მქონდა შესაძლებლობა მემუშავა, როგორც კლინიკაში - კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, ასევე სხვადასხვა უწყებაში პანდემიის მართვის და მენეჯმენტის კუთხით.