გიორგი ჩაკვეტაძე

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფია

დაიბადა 1994 წლის 3 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში. წარჩინებით დაასრულა წმინდა ნინოს სახელობის #3 საჯარო სკოლა. 2012 წელს ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2014-2015 წლებში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. 2016 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი და სწავლა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.

უნივერსიტეტში იყო სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. 2015 წელს გახდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იუნესკოში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ,,საქპატენტში’’, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სახალხო დამცველის აპარატში, ეროვნულ ბანკსა და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციაში. არის საერთაშორისო კონფერენციებისა და პროექტების მონაწილე და რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი.

2016 წლიდან არჩეულია მპგ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პროპორციული სიით იღებდა. 2017 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და იკავებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მე-4 ნომრად მონაწილეობს.

დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.