ვიტალი ონიანი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
თბილისი
ბიოგრაფია

დავიბადე ქალაქ თბილისში, 1992 წლის 26 ივნისს . მყავს მეუღლე და 2 შვილი.

ვსწავლობდი თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრიატი, ასევე ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი საზოგადოებრივი გეოგრაფიაში. ამჟამად განვაგრძობ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში,ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.

მაქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება: 2011-2014 წლებში ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია “Yes Georgia“ თანა-დამფუძნებელი და პროექტების მენეჯერი. ჩემი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა დაინტერესებულ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მიმდინარე პროექტებში ჩართვა იყო. ამასთან ჩემს მოვალეობებში შედიოდა პროექტის რისკების შეფასება, რეპორტებისა და ანალიზის
მომზადება, პრობლემების მართვა.

2013 – 2015 წლებში შპს ვაიდკიტ - „Widekit“-ში ანალოგიურ პოზიციას ვიკავებდი. ვიყავი პროექტის თანა-დამფუძნებელი და პროექტების მენეჯერი. ჩემი ძირითადი მოვალეობა ბაზრის კვლევა, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ორგანიზაციისთვის მომგებიანი შეთავაზებების მოძიება იყო.

2015 - 2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურში
ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების განყოფილების უფროს სპეციალისტად ვმუშაობდი.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყო, სადაც გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტად ვმუშაობდი, 2019-2020 წლებში.

2021-დან დღემდე ვმუშაობ შრომის ინსპექციაში, შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე. ჩემი ძირითადი მოვალეობაა შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნორმების დაცვა. პოლიტიკურ პროცესებში 2012 წელს აქტიურად ჩავერთე და დავიწყე საქმიანობა
ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის საორგანიზაციო ჯგუფში. 2015 წელს დავინიშნე მპგ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-ს ვაკის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ და დღემდე ვიკავებ ამ თანამდებობას. 2021 წელს კი დავინიშნე ქართული ოცნების საბურთალოს რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედაც.