ბაკურ კულალაღაშვილი

სტრატეგია აღმაშენებელი - მესამე ძალა
თეთრიწყარო
ბიოგრაფია

ბაკურ კულალაღაშვილი დაიბატა 1997 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში.

სწავლობდა სოფელ სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლაში ორი წლის შემდეგ გააგრძელა სწავლა პატარძეულის ფრანგულ სკოლა ლიცეუმში.

შემდგომში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის აქტივობაში, მათ შორის 2008-2009 წლებში პროექტში  „სართიჭალაში მცხოვრები ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“,  სამუშაოს მაძიებელთა ტრენინგი 2017 წელს,  „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი-ს“ მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ტრენინგ კურსშიი.„ახალგაზრდული რეფლექსი“,  ასევე წარმატებით  გაიარა RDFG-ს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების პროგრამა 2017 ოქტომბიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში. 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 16 თებერვლის ჩათვლით გაიარა სტაჟირება „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში“, მონაწილეობა მიიღო პროექტში „მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლება“(ცეესკო). ბაკური ესწრებოდა სტუდენტურ საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ პირველ კურსელთა საორიენტაციო შეხვედრების ციკლს 2019 წელს. შემდგომში მან გაიარა კურსი - „ პოლიტიკური კულტურა სამართლიანი არჩევნების საფუძველი“-ს სრული კურსი 2020 წელი (ცეესკო).

ამჟამად არის მესამე კურსის სტუდენტი სულსან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, ასევე აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში და ამ ეტაპზე არის თეთრიწყაროს საკრებულოს წევრობის კანდიდატი სტრატეგია აღმაშენებლიდან.

პროგრამა

მოგესალმებით მე ვარ ბაკურ კულალაღაშვილი ქალაქ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი სტრატეგია აღმაშენებლიდან. დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენს საერთო პრობლემებზე, რომელიც რაიონის მოსახლეობას აწუხებს. ასევე გესაუბროთ იმ გზებზე და მეთოდებზე,,რომლითაც უნდა მოხერხდეს ამ პრობლემების მოგვარება.

დღესდღეისობით ყველაზე დიდ პრობლემებს წარმოადგენს: არასაკმარისი სამუშაო ადგილები და დაბალი ანაზღაურება, რაც პირდაპირ კავშირშია სიღარიბესთან და მძიმე სოციალურ ფონთა. არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებში და საჯარო სამსახურებში კვალიფიკაციის არმქონე პირთა დასაქმება, რაც იწვევს უხარისხო მომსახურეობას და მოვალეობის გულგრილად შესრულებას. ასევე ადგილი აქვს დევნილთა მოტყუებას და დილემის წინაშე დაყენებას, რაც მდგომარეობს შემდეგში - ან მიიღონ სოციალური დახმარება ან ისარგებლონ დევნილთა შემწეობით, რომელიც არის მიზერული თანხა - 45 ლარი თვის განმავლობაში, მიწის ფართობის არქონა დაპირების მიუხედავად მცირე საოჯარო სასოფლო მეურნეობისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მნიშვნელოვანია ქალაქ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო იძულებით წამოსული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართების არქონა.


ზემოთ აღნიშნული პრობლემათა მოგვარების ძირითადი გზაა სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება და  ხელფასების ეტაპობრივი ზრდა, საჯარო და კერძო სასმახურებში გეგმობრივი ეტაპობრივი მონიტორინგი.

დევნილთათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა მცირე საოჯახო მიწათმოქმედებისათვის, დევნილობისა და სოციალურად დაუცველობის შემწეობის ერთდროულად მიღების შეაძლებლობა.

ადგილობრივი მოსახლეობის, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი, საცხოვრებლით დაკმაყოფილება ,რაც სრულიად შესაძლებელია თეთრიწყაროში არსებული დაუსახლებელი შენობა-ნაგებობებით, რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

რაიონში სამუშაო ადგილების შექმნა, კვალიფიციური პირთა დასაქმება, კვალიფიკაციის არმქონე პირთა ეტაპობრივი გადამზადება გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდას, რაც მოგვცემს საშუალებას დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის.

ქალაქ თეთრწყაროსა და მის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების სახნავ-სათესი, სათიბი და საძოვარი მიწის ფართობი იძლევა საშუალებას საკუთრებაში გადაეცეთ მიწის გარკვეული ფართობი როგორც დევნილებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, რათა აწარმოონ მცირე საოჯახო მიწათმოქმედება.