ალექს ბაღდასაროვი

საქართველოს ლეიბორისტული პარტია
თბილისი
ბიოგრაფია

ალექს ბაღდასაროვი, ლეიბორისტული პარტიის წევრი და ახალქალაქში პარტიული სიის პირველი ნომერი

პროგრამა

მოგესალმებით

მე ვარ ალექს ბაღდასაროვი, ლეიბორისტული პარტიის წევრი და ახალქალაქში პარტიული სიის პირველი ნომერი. ახალქალაქი ჩემთვის საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, ჩემთვის როგორც ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქისთვის პოლიტიკური ბრძოლის მთავარი მიზანი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნა იქნება, რასაც სწორედ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნებითა და ერთმანეთთან მეტი ინტეგრაციით შევძლებთ! 

მრავალი წელია ჩვენს გარშემო ჩინოვნიკების გარდა არაფერი იცვლება, სწორედ ამიტომ ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, მე გთავაზობთ ჩემს მთავარ პრიორიტეტებს და რეფორმების გეგმას შემდეგ თემებზე

  1. განათლების რეფორმა - ჩვენ მუნიციპალურ დონეზე უნდა შევქმნათ საგანმანათლებლო სირვცეები, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ ქვეყნის სახელმწიფო ენა - ქართული! 

  2. ეკონომიკური რეფორმა - მუნიციპალიტეტის შესყიდვების 50% განხორციელდება ისეთი კომპანიებიდან, რომლებსაც დასაქმებული ყავთ ადგილობრივი მოსახლეობა.

  3. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა - ყველა მუნიციპალური საიტი და ელექტრონული მომსახურების სერვისი გახდება ადაპტირებული უმცირესობებისთვის, როგორც ეთნიკური ნიშნით უმცირესობებისთვის, ისე შშმ პირებისთვის.  ასევე დაწესდება მუნიციპალური საგრანტო კონკურსები, რომლებიც დააფინანსებს სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობებისათვის ადაპტირებულ საინფორმაციო, სატელევიზიო, გასართობი თუ სხვა სახის კონტენტის შემქმნელ მედიებს.

გაბედე ცვლილებები! 

#შემოხაზე10